დღეს ჩატარდა 2008 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი დღე. ქართველების შედეგები ნორმალურია არც კარგი და არც ცუდი. ნაკრების წევრები და მათი შედეგები შემდეგია:
ლევან ვარამაშვილი 100 + 9 + 6 = 115
ზურაბ კუცია 100 + 6 + 0 = 106
მარი კობიაშვილი 100 + 0 + 0 = 100
ცოტნე ტაბიძე 10 + 0 + 0 = 10 ;(
როგორც ჩემთვის არის ცნობილი საშუალო შედეგი პირველი დღის არც ისე მაღალია, ამიტომ ჩემი აზრით ჯერ-ჯერობით 3 ბრინჯაოს რეალური შანსი გვაქვს. სამწუხაროდ ცოტნე პირველივე დღესვე გამოეთიშა მედლისთვის ასპარეზობას
, თუმცა ჯერ კიდე ყველაფერი წინაა და ეს მისთვის დიდი გაკვეთილია, რომელიც მომავალში აუცილებლად დაეხმარება.
ოლიმპიადის მეორე დღე ჩატარდება ზეგ.
მოკლედ მინდა მონაწილეებს წარმატებები ვუსურვო, აბა თქვენ იცით
. იმედია მაისურს ჩამომიტანთ
.

აქედან ორი ჩემი ჯგუფელია... (party) წარმატებები...