ჩემი ბლოგის მკითხველებიდან (რომელთა რაოდენობაც მაქსიმუმ ალბათ 3 ან 4-ია) ყველამ იცის პროგრამირების ოლიმპიური მოძრაობის შესახებ და ყველას მიუღია მასში მონაწილეობა. ვინც არ იცის რა ხდება ასეთ ოლიმპიადებზე მათთვის მოკლე შესავალს დავწერ: ანუ ყოველ წელიწადს ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს დაახლოებით 90 ქვეყანა. თითოეული ქვეყნიდან ამ ოლიმპიადაზე წარდგენილია ამ ქვეყნის მაქსიმუმ 4 საუკეთესო მოსწავლე "პროგრამისტი", რომელთა არჩევაც თვითონ ამ ქვეყნების მწვრთნელების კომპეტენციაში შედის. საქართველოში ასეთი ოლიმპიადა უკვე დიდი ხანია რაც ტარდება, წელს კი ჩატარდა საიუბილეო მეოცე ოლიმპიადა. ეს ოლიმპიადები მოსწავლეებს არა მარტო თავიანთი ცოდნის გამოჩენის საშუალებას აძლევს, ის ასევე აყალიბებს ახალ და საკმაოდ მყარ კავშირებს მონაწილეებს შორის და დიდ გამოცდილებას ძენს მათ. მე პირადად 3-ჯერ ვიყავი ნაკრების წევრი და ძაან ბევრი რაღაც ვისწავლე ამის შედეგად. სკოლის დამთავრების თანავე ჩავები ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებში და უკვე მეორე წელია ვადგენ ამოცანებს
, მოკლედ ჟიურის წევრი ვარ და ვბლატაობ რა
.
. აქედან კი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამოცანები, ტესტები და ჟიურის ამოხსნები.
. როგორც წესი მსოფლიო ოლიმპიადაზე 300-ზე მოტი მონაწილიდან მაქსიმუმ 5-6 თუ არის გოგო. საქართველოს ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, პირველად 1997 წელს მოხვდა გოგო ნაკრებში.
მოკლედ გამარჯვებულებს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც ტარდება ეგვიპტეში. მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ ნაკრების წევრებიდან წელს არცერთი არ ამთავრებს სკოლას (ჩვენი მთავრობის წყალობით სკოლაში სწავლება 12 წლიანი უკვე) და მომავალ წელს სერიოზული კონკურენცია იქნება.
აი სურათებიც:
მომავალ შეხვედრამდე 





Pirvelad gavige msgavsi olimpiadebis shesaxeb da dzaan mesiamovna
ascorebs ro zrunavt nichier xalxze
ცუდია რომ არ იცოდი, მაგრამ არაუშავს
სამწუხაროდ შენს გარდა კიდევ ბევრია მასეთი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ამ სფეროს შესახებ
ამ იანვარს მონაწილეობას ვგებულობ.
მოვდივაააააააააააააააააააააარrრRღrღRღ

