აგვისტო
3
2008

Google Code Jam 2008 - Round 2

სულ რამოდენიმე საათის წინ დამთავრდა Google Code Jam-ის მეორე რაუნდი. ეს რაუნდიც ქართველებიდან ყველამ გადავლახეთ გარდა ზურა კუციასი, რომელიც მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და ალბათ იქედან წერა ვერ მოახერხა.

დღევანდელი რაუნდი ამოცანების გამო ისე არ მომეწონა როგორც წინა, არ იყო საჩემო ალბათ, თუმცა ამის მიუხედავად ყველამ ადვილად გადავლახეთ. განსაკუთრებით ნიკამ რომელიც მეთორმეტე ადგილზე გავიდა. ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ onsite(დასწრებულ) რაუნდში გასვლა ყველას შეგვიძლია და იმედია მართლაც შევძლებთ , კაი იქნება ბევრი ქართველი ერთად რომელიმე Google-ს ოფისში თავმოყრილი.

აი სურათები, რომლებიც გადაღებული ჩემს სამსახურში Georgian Card, საიდანაც დღევანდელი რაუნდი ვწერეთ მე, დათომ და ანდრეიმ:

დღეს დილით მესამე ამოცანაზე მოხდა rejudge, ანუ ამ ამოცანაზე გაგზავნილი ყველა ამოხსნა თავიდან გადამოწმდა. რის შედეგადაც ნიკას რთული ტესტი ჩაუვარდა და 12-ე ადგილიდან გადაინაცვლა 36-ეზე. მე ორი ადგილით წინ წავიწიე და აღმოვჩნდი 192-ზე. სხვისი ადგილები არ შეცვლილა. სულ მონაწილეობდა 2528 მონაწილე.

წარმატებული აღმოჩნდა ეს რაუნდი და თან არც გაგვჭირვებია გასვლა

იმედია შემდეგ რაუნდშიც იგივე შედეგებს ვაჩვენებთ

იგივეს არა უკეთესს, ყველა უნდა გავიდეთ დასწრებულ რაუნდში