ნოემბერი
14
2009

ქართველი პროგრამისტი Google Code Jam 2009 World Final-ზე

უკვე მერამდენე წელია Google ატარებს მსოფლიო ჩემპიონატს პროგრამირებაში. შარშან ნახევარფინალში გასული იყო ორი ქართველი ელდარ ბოგდანოვი და ნიკა ჯიმშელეიშვილი თუმცა ფინალში გასვლა ვერცერთმა ვერ მოახერხა .

წელსაც ჩატარდა იგივე ოლიმპიადა, თუმცა ფინალში გაცილებით ნაკლები დაუშვეს, სულ 25 მონაწილე მსოფლიოდან. ამათგან ერთერთი იყო ნიკა. წლევანდელი ოლიმპიადის ფინალი ჩატარდა გუშინ (გუგლის სათაო ოფისში ), სადაც ნიკამ დაიკავა 6-ე ადგილი 25 საუკეთესოს შორის. რაც ძალიან დიდი მიღწევაა პირველ რიგში ნიკასთვის და შემდეგ საქართველოსთვისაც (იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება, კარგი მხრიდან რათქმაუნდა ).

ჩემპიონის ტიტული უკვე მეორე წელია დაიმსახურა ჩინელმა ACRush, რომელსაც გადაეცა 5000$ ჯილდოს სახით.

სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: Scoreboard.

პ.ს. რუსებიდან მხოლოდ ერთმა გვაჯობა, yes

ვუერთდები მილოცვებს და აქაც ვულოცავ ნიკას! უსერიოზულესი შედეგია!

გამარჯობათ, ვულოცავ ნიკას პირველ რიგში და მერე ყველა მის გულშემატკივარს. დიდი წარმატებაა. ვაფასებ ყველა ნიჭიერ ადამიანს

ძალიან კარგი . მიხარია ქართველი მე -6 ადგილზე რომ გავიდა.

David

ვა, საღოლ ნიკა... მომილოცავს...

მგონი უკვე გუგლში ჰგონიათ რომ მაიკროსოფტში მუშაობს, მაიკროსოფტში კი ჰგონიათ რომ გუგლში და...

ვაახ რა მაგარია, ნეტა რამდენი წლისაა?

22 როგორც მახსოვს (იმედია არ გაბრაზდება რო გავამხილე )

George Garchagudashvili

ვულოცავ, ძალიან სასიხარულოა