ჩემი ბლოგის მკითხველების უმრავლესობამ ალბათ უკვე იცით ახალი პროექტის შესახებ GeOlymp, მაგრამ თქვენთვის კიდევ ერთხელ და მათთვის ვინც ჯერ არ იცის მინდა დავწერო რას წარმოადგენს GeOlymp და რა გეგმები გვაქვს მომავლისთვის.
მაშ ასე, GeOlymp ეს არის ენთუზიაზმით აღტკინებული
ხალხის ერთობლიობა, რომელთაც ძალიან გვინდა რომ საქართველოში პროგრამირების სფერო განვითარდეს. მისი ორგანიზატორები გახლავართ: ელდარ ბოგდანოვი, დავით რაჭველიშვილი, ანდრეი ლუცენკო, გიორგი საღინაძე, ელენე ლაცოშვილი (ასევე მონაწილე
) და თქვენი მონამორჩილი მე.
როგორც ზემოთ ავღნიშნე GeOlymp-ის მთავარი დანიშნულება არის ახალგაზრდების (და არა მარტო) პროგრამირებით დაინტერესება. ამის მიღწევას კი ვაპირებთ პერიოდულად, თვეში ერთხელ, ინტერნეტ ოლიმპიადების ჩატარებით. არ მომერიდება და ვიტყვი რომ, ორგანიზატორებს დიდი გამოცდილება გვაქვს ოლიმპიადებში მონაწილეობის. რაც იმის საბაბს და იმედს გვაძლევს, რომ GeOlymp წარმატებულ პროექტად ვაქციოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
ოლიმპიადები გათვლილი იქნება პირველ რიგში დამწყებებისთვის რათა მოვახდინოთ მათი კიდევ უფრო დაინტერესება პროგრამირებით და რათქმაუნდა ხელი შევუწყოთ სწავლაში.
გუშინ 20 მარტს ჩავატარეთ პირველი შეჯიბრი, რომელმაც ვფიქრობთ რომ წარმატებულად ჩაიარა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო სულ 44-მა მონაწილემ, რაც დასაწყისისთვის ძალიან კარგი რიცხვია. აქამდე ამ მაშტაბის და ასეთი ორგანიზების ოლიმპიადა ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ ჩატარებულა. ორგანიზებაში ვგულისხმობ ამოხსნების ავტომატურ ტესტირებას და ა.შ.
პირველი ტურის გამარჯვებულები არიან:
- ირაკლი მერაბიშვილი (სანქპეტერბურგის უნივერსიტეტი)
- ცოტნე ტავიძე (ქუთაისის ანდრეა რაზმაძის სახელობის N.41 საჯარო სკოლა)
- ნიკა გაბისონია (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
პირველ შეჯიბრზე გაჩერებას არ ვაპირებთ, მომდევნო თვეებშიც ჩავატარებთ შეჯიბრებებს და სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრი, სადაც დაიშვებიან წინა ტურებზე წარმატებული მონაწილეები.
დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: რეგისტრაცია.
გისურვებთ ყველას წარმატებას და როგორც იტყვიან gl & hf 

"გუშინწინ 20 მაისს" ... თვე შეცდომით წერია, მარტი უნდა იყოს...
ძალიან გამიხარდა, ამ საქმეს რომ მოჰკიდეთ ხელი.
წარმატებებს გისურვებთ!
და თქვენს გვერდით გვიგულეთ... ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერას არ მოგაკლებთ!
იცით რამე მაიკროსოფტის პროექტის Imagine Cup-ის შესახებ?
უბრალოდ მსმენია, მონაწილეობა არ მიმიღია არასდროს
საღოლ! მხეცი საქმე დაგიწყიათ. მე თვითონ კი არა გამეგება პროგრამირებისა, მარა რაც აქ ვნახე და წავიკითხე, მაგრა გამახარა ყველაფერმა. ეს ბლოგიც სასიამოვნო აღმოჩენაა ჩემთვის და უთუოდ თვალს მივადევნებ. იმედია, ქართველი პროგრამისტების წარმატებებით მალე გავიხარებთ. უკვე კარგა ხანია დროა, რო დავძლიოთ ტექნოლოგიური ჩამორჩენა და ჩვენაც ვთქვათ დუნიის გასაგონად ჩვენი სათქმელი. ერთი სიტყვით, აბა, თქვენ იცით. წარმატება არ მოგაკლოთ გამჩენმა.