ოქტომბერი
10
2009

GCJ 2009

ეხლახანს ჩატარდა წლევანდელი წლის Google Code Jam 2009-ს 3-ე რაუნდი რომლის შედეგადაც გაირკვა იმ მონაწილეთა სია, სულ 50 კაცი რომლებიც წავლენ Google-ს Mountain View-ს ოფისში ფინალში მონაწილეობის მისაღებად. მინდა მივულოცო ნიკა ჯიმშელეიშვილს რომელმაც დაიმსახურა ფინალში მონაწილეობა და დღევანდელ ტურში გავიდა 25-ე ადგილზე. მინდა მივულოცო ნიკას და ვუსურვო წარმატებები ფინალში . ელდარ ბოგდანოვსაც, რომელმაც დაიკავა 86-ე ადგილი საკმაოდ რეალური შანსი ქონდა. სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ. ფინალი ჩატარდება 13 ნოემბერს.

განახლება: რატომღაც მეგონა რომ 50 მონაწილე გადიოდა, როგორც აღმოჩნდა მხოლოდ პირველი 25 მონაწილე გადის ფინალში

ნიკას ვულოცავ , ძალიან მაგარია ფინალში გასვლა! და იქ წარმატებები !

ძალიან მაგარია! ვულოცავ ნიკას რომელსაც არ ვიცნობ მაგრამ ნებისმიერი თანამემამულის წარმატება ძალიან მიხარია!

jayarjo

ვა! მე რა მაგრა მოწყვეტილი ვყოფილვარ ქართველ დეველოპერთა სამყაროს. ეს Google Jam-ი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, ზუსტად საკვალიფიკაციო ტურის წინ. თავი ამიდუღდა თავიდანვე მარა მეთქი კვალიფიკაცია მაინც უნდა გავიარო. მერე მთელი ღამე ალგორითმები მელანდებოდა... არა რა, ჩემი მაინც არ არის. რაღაც სხვა ტიპის აზროვნება უნდა მაგას.

jayarjo

ვააა, ეს დაჟე გასული წლის პოსტი ყოფილა კი არ შემიხედია საღოლ თქვენ. ამ წელს არ გიცდიათ?

jayarjo

ააა. არა. ამ წლის ყოფილა კაი, მეყოფა ფლუდი, წავალ რამეს დავწერ

რა გასული წლის დააკვირდი თარიღს

წლევანდელია და 13 ნოემბერს არის ფინალი

jayarjo

ისე რა მაინტერესებს. მე მაგ საკითხს სრული მოყვარულის თვალთახედვიდან მივუდექი, ანუ არც მათემატიკა არ ვიცი წესიერად, არც ალგორითმების თეორია. ანუ ამოხსნებს მე თვითონ ვიგონებდი. ეს რა თქმა უნდა კარგი და მშვენიერია, მაგრამ რატომღაც მგონია ბევრად უფრო ეფექტური და სრაფი იქნებოდა თუ ფართოდ გავრცელებულ ალგორითმებს გამოვიყენებდი და არ გამოვიგონებდი ბორბალს ყოველ ჯერზე. გარკვეული პატერნი მათ ამოცანებში შეინიშნება. შენ როგორ ფიქრობ?

არსებობს ალგორითმები რომლებიც გეხმარებიან ამოხსნაში: Algorithm Tutorials