აპრილი
22
2010

Facebook Development Platform

გუშინ ჩატარდა f8, სადაც Facebook-მა წარადგინა რამოდენიმე ახალი პროდუქტი რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ინტერნეტი კიდევ უფრო სოციალური გახდეს და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდეს.

კონკრეტულად კი შემდეგი პროდუქტები წარმოგვიდგინა FB-მ:

Social Plugins

FB-ს ძველი ვიჯეტების (კომენტარების, ფანების, ... ბლოკები) ახალი ვერსია/ვარიანტი, რომლებიც გაცილებით მარტივად მუშაობენ და კიდევ უფრო მარტივად შეიძლება მათი საიტზე ინტეგრაცია.

ამ ვიჯეტებისგან ყველაზე მარტივად და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი არის Like ღილაკი, მისი გამოყენებისთვის საკმარისია გვერდზე დავამატოთ ერთი ხაზი HTML კოდი. ის ცვლის ძველ გაზიარების/Share ღილაკს, რომელთან შედარებითაც აქვს ის უპირატესობა, რომ ღილაკთანვე შეგიძლია ნახო რომელ შენს მეგობრებს მოეწონა იგივე "ობიექტი" (მუსიკა, ფილმი, სურათი, სტატია ...). როგორც მაგალითად ამ გვერდზე მარჯვნივ (თუ რათქმაუნდა ვინმემ თქვენი მეგობრებიდან დააჭირა მოწონების ღილაკს ).


Graph API

FB API-ის ახალი ვერსია, რომელიც ასევე ძალიან გამარტივებულია და უფრო ინტუიტიურია მისი გამოყენება. ასევე დეველოპერისთვის გაცილებით ადვილია მისი გამოყენების წესების გაგება.

ადრე მქონდა შეხება ძველ API-სთან და ძლივს გავუგე თავი და ბოლო, მაგრამ გუშინ როცა მის ახალ ვარიანტს გადავხედე (და არა დეტალურად ჩავიკითხე) მისი იდეოლოგია და პრინციპები მაშინვე ნათელი გახდა.

ასევე თუ ადრე აპლიკაციებს უწევდათ რაღაც პერიოდულობით მომხმარებლების პროფილების შემოწმება FB-ზე ცვლილებების სანახავად, ახლა ეს საჭირო აღარ არის, PubHubSubBub-ის საშუალებით FB თვითონვე მომენტალურად შეგატყობინებთ პროფილის ცვლილების შესახებ.


Authentication

3rd party აპლიკაციებისთვის გამარტივდა მომხმარებლებისგან უფლებების მიღების პროცედურა, მომხმარებელიც ნათლად (ერთიანად და არა ცალ-ცალკე როგორც ადრე იყო)ხედავს თუ რა უფლებები სჭირდება აპლიკაციას. ასევე რაც ჩვენთვის დევლოპერებისთვის არის მთავარი, გამარტივდა აპლიკაციების FB-ში ავტორიზაციის პროცესი. ისინი გადავიდნენ OAuth 2.0-ზე, რაც მის პირველ ვერსიასთან შედარებით გაცილებით მოხერხებულია.


Open Graph Protocol

და ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის საშუალებითაც FB ცდილობს მთელი ინტერნეტ ინფორმაცია დააკავშიროს ერთმანეთთან და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან ... ადამიანებთან. მისი გამოყენებით ინტერნეტი კიდევ უფრო სემანტიკური ხდება, მაგალითად თუ ამ გვერდის HTML კოდს ნახავთ დასაწყისში წააწყდებით შემდეგ მეტა ინფორმაციას, რაც ყოველგვარი ახსნის გარეშე გასაგები უნდა იყოს :

<meta property="og:site_name" content="დეველოპერის დღიურები" />

<meta property="fb:admins" content="giolekva" />

<meta property="og:title" content="Facebook Development Platform" />

<meta property="og:description" content="გუშინ ჩატარდა f8, სადაც Facebook-მა წარადგინა რამოდენიმე ახალი პროდუქტი რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ინტერნეტი კიდევ უფრო სოციალური გახდეს და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდეს." />

<meta property="og:type" content="blog" />

<meta property="og:url" content="http://www.giolekva.com/facebook-development-platform" />

ზოგადად ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ინტერნეტ (და არამარტო) სივრცეში. FB ცდილობს გახდეს ადამიანების იდენტურობის წყარო, რისი მიღწევაც გუშინ გადადგმული ნაბიჯების შედეგად სავსებით რეალურია. ბევრმა შეიძლება დაიწყოს იმაზე კამათი, რომ ირღვევა ადამიანის ანონიმურობა და მისი უფლებები, მაგრამ ჩემი აზრით ეს ასე არ არის. რეალურად ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ინტერნეტის გარეშეც შეიძლება, მაგრამ შეიძლება დაგვჭირდეს რამოდენიმე ქვეყანაში გადაფრენა და დიდი დრო დაგვეხარჯოს . ასე რომ თუ ამ კუთხით შევხედავთ დღევანდელ ინტერნეტ მოძრაობებს და მის განვითარებას, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა .

ჩემი აზრით FB-მ Google-ს საკმაო რაოდენობით საფიქრალი გაუჩინა, Open Graph Protocol + მოწონების ღილაკის საშუალებით FB-ს შეუძლია გრაფში ჩართული მთელი ინფორმაცია საკმაოდ ჭკვიანურად დაალაგოს და ჩვენთვის საინტერესო ფორმატით შემოგვთავაზოს.

ეს არის მოკლედ რისი დაწერაც აქ შეიძლებოდა , უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ზემოთ მითითებულ ბმულებს შეგიძლიათ გადახედოთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ მოწონების/Like ღილაკზე დაჭერა, რომლის რეალიზებასაც თავისი გვერდებზე მეტა ინფორმაციის დართვითურთ მაქსიმუმ 5 წუთი დასჭირდა

ასეთი პოსტების გულისთვის ღირს ხოლმე ლოდინი როდის დადებ ახალს

მაშინ როცა რაიმე ახალს და საინტერესოს გავიგებ ან გავაკეთებ

დაჟე უკვე დაამატე შენს ბლოგს მეტა ტაგები?

მაგ ტეგებს რომ აზრი ქონდეს, საიტზე ხომ უნდა გედოს სადღაც like ღილაკი?

BTW "ქართული კლავიატურა" ჩექ-ბოქსი გვერდის ყველა ფილდზე ვრცელდება?

ჯერ-ჯერობით სანამ მხოლოდ FB აკვირდება მაგ მეტა ინფორმაციას, მოწონების ღილაკის გარეშე აზრი არ აქვს. მაგრამ დამიჯერე ცოტა ხანში Google და სხვა საძიებო სისტემები მიაქცევენ ყურადღებას.

რაც შეეხება GeoKBD-ს, ზუსტად არ ვიცი მაგრამ როგორც ჩანს textarea-ს და input[type=text] ველებს ებმება.

@ლეკვა

სხვა რაღაცა ვიგულისხმე, ძლივს ავკრიფე მისამართი და მეილი ინგლისურად, სანამ მივხვდი რომ ეგ ჩეკბოქსი მაგათთვის იყო და არა მხოლოდ comment bodyსთვის

და რაღაც fb connect-ის გაუქმებას აპირებსოო თუ რაღაც, თუ მე გავიგე რამე არასწორად? :confused:

მაგის გაუქმება კატასტროფა იქნება FB-სთვის , პირიქით უფრო ამარტივებენ მის გამოყენებას როგორც დეველოპერებისთვის ასევე რიგითი მომხმარებლებისთვის

ე.ი. მე გავიგე თავის დროზე არასწორად..

Open Graph-ი რო შემოიღეს და http://mashable.com/2010/04/21/facebook-kills-facebook-connect/ და ამ სტატიამ ცოტა დამაბნია და

Open Graph და საიტზე შესვლისას ავტომატურად შენი FB ანგარიშის ამოცნობა ამარტივებს ძალიან ამარტივებს FB-სთან ურთიერთობას, თუმცა extended უფლებებისთვის FB connect მაინც საჭირო იქნება.

შკ

ლეკვა... პმ როგორო მოგწერო??

ან მეილზე... geolymp- ზე რაღაცა მინდა გკითხო...