1. დეკემბერი
    2
    2008

    ACM ICPC 08/09 Semifinal

    25-30 ნოემბერს ჩატარდა NEERC-ის ფინალი, რომელიც ამავდროულად არის ACM ICPC მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ნახევარფინალი. საქართველოს გუნდები ამ ოლიმპიადაში წელს ვმონაწილეობდით 10-ეჯერ, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ამ ეტაპის გადალახვა და ფინალში ასპარეზობის უფლების მოპოვება. ხოლო წელს ეს ეტაპიც გადალახული იქნა "Tbilisi SU 1 (Bogdanovi, Jimsheleishvili, Lekveishvili)" გუნდის მიერ. ფინალი გაიმართება 2009 წლის 18-22 აპრილს სტოქჰოლმში, შვედეთი. სულ ოლიმპიადაზე მოცემული იყო 11 ამოცანა, აქედან ჩვენმა გუნდმა შესძლო ამოეხსნა 8 და დაიკავა 7-ე ადგილი, თუმცა ყოველი უნივერსიტეტიდან მხოლოდ ერთ საუკეთესო გუნდს ეძლევა ფინალსი მონაწილეობის საშუალება. აქედან გამომდინარე ფინალისტებს დავიკავეთ 5-ე ადგილი. აქ შეგიძლიათ იხილოთ სრული შედეგები. კიდევ 2 ამოცანა გვქონდა მოფიქრებული, რომელთაგანაც ერთის მაინც გატარება სავსებით რეალური იყო, რაც საკმარისი იყო პირველ ადგილზე გასვლისათვის, მაგრამ ამდენი უკვე ვეღარ მოვახერხეთ .

    ოლიმპიადა პარალელურად ტარდებოდა პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკეტნში და ბათუმში. საქართველოს, უკრაინის ორი გუნდი, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ბათუმიდან. მინდა ავღნიშნო, რომ ტექნიკური პერსონალის დიდი ძალისხმევით ოლიმპიადამ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიადის სპონსორებს Georgian Card-ს, და გაერთიანებულ ტელეკომს.

    მოკლედ ვულოცავ გუნდს (შესაბამისად ჩემს თავსაც) ფინალში გასვლას და ვუსურვებ წარმატებებს, ხოლო ფინალის გარეთ დარჩენილ გუნდებს ვუსურვებ მომავალში უკეთესი წარმატებებისთვის მიეღწიოთ.